ეპიდემიოლოგები, იმის დასადგენად თუ როგორია კოვიდინფიცირების გავრცელება ბოლნისის მუნიციპალიტეტში, 5 დღის განმავლობაში ე.წ. სეროპრევალენტობის კვლევას ჩაატარებენ. ბოლნისის გარდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით პირებს თელავის მუნიციპალიტეტშიც შეამოწმებენ.
"ზეგიდან, პარასკევიდან, ბოლნისისა და თელავის მუნიციპალიტეტებში ვიწყებთ ე.წ. სეროპრევალენტობის კვლევას, რათა დავადგინოთ, როგორია კოვიდინფიცირების გავრცელება მთლიანად ბოლნისის მუნიციპალიტეტში, არა მხოლოდ ორ სოფელში, არამედ მთლიანად მუნიციპალტეტში.
საკონტროლოდ ავიღეთ კახეთის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტი, კერძოდ, თელავი. ერთნაირი მიდგომით, ე.წ. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 5 დღის განმავლობაში ჩავატარებთ ამ კვლევებს. ამ კვლევებზე იქნება დამოკიდებული, რა დამატებითი ღონისძებები შეიძლება დაიგეგმოს ბოლნისში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.