29 ნოემბერი 2024,   23:35
ვრცლად
ახალი კოდექსით პირიქით, გარკვეულწილად იზღუდება ეკლესიის მხრიდან ტყის ფართობების ფლობა- ნინო წილოსანი

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი ტყის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით კრიტიკას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ახალი კოდექსით პირიქით, გარკვეულწილად იზღუდება ეკლესიის მხრიდან ტყის ფლობა.

წილოსანმა ხაზი გაუსვა, რომ ამ კოდექსით ეკლესიას ტყის მოვლის ვალდებულებაც ეკისრება.

"ახალი კოდექსით პირიქით, გარკვეულწილად იზღუდება ეკლესიის მხრიდან ტყის ფართობების ფლობა და ეს არის კონკრეტულ შემთხვევაში 20 ჰექტარი. ამასთანავე, ნებისმიერი ასეთი მოთხოვნის პირობებში ეკლესიამ უნდა დააკმაყოფილოს ყველა ის მკაცრი მოთხოვნა, რაც კოდექსით არის გაწერილი და შემდგომშიც ტყის მოვლის აუცილებელი პირობები უნდა შეიქმნას, იმისთვის, რომ თავად კოდექსის იდეა, რაც არის ბუნების დაცვის და რესურსების ეფექტიანი გამოყენების პრინციპები იყოს დაცული," - განაცხადა ნინო წილოსანმა.

პარლამენტმა სამი მოსმენით საკომიტეტო ფორმატში განიხილა და მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც ყველა მართლმადიდებელ ეკლესიას, ტაძრების გარშემო 20 ჰექტრამდე ტყის ფლობის უფლება ექნება. გადაწყვეტილებას უმრავლესობის და პატრიორტთა ალიანსის მხარდაჭერა აქვს.

შეგახსენებთ, რომ ტყის კოდექსსა და სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი პარლამენტმა 2019 წლის ოქტომბერში დაუჭირა. ახალ წინ სასესიო განხილვებია. იმ შემთხვევაში თუ კანონი ამოქმედდება, ეკლესიას ექნება ვალდებულება იზრუნოს მისაკუთერებულ ტერიტორიაზე ხე-მცენარეების განაშენიანებასა და მოვლაზე.

დღის ამბები