29 ნოემბერი 2024,   23:29
ვრცლად
ტყე ხარჯიანი ქონებაა, მის მოსავლელ ფულსაც ბიუჯეტიდან მოითხოვენ - რომან გოცირიძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ტყის კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარს არ უჭერს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ტყის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის გადაცემის შემდეგ დამატებითი ხარჯები გაჩნდება, რადგან ეკლესია მის მოსავლელ ფულსაც ბიუჯეტიდან მოითხოვს.

"სამწუხაროდ, ეს არის იმ მახინჯი პრაქტიკის გაგრძელება, რაც ხდებოდა წლების განმავლობაში ქონების და სხვა აქტივების გადაცემის სახით. დაუსაბუთებელია და აბსოლუტურად გაურკვეველია, რატომ აძლევს 20 ჰექტრამდე მიწას და რა მიზნით უნდა იყოს ეს გამოყენებული. ტყე არის დიდი სიკეთე და, იმავე დროს, მას სჭირდება მოვლა, ეს არის ხარჯიანი ქონება და ამ მოვლის ფულსაც შემდეგ ბიუჯეტიდან მოითხოვენ და ფაქტობრივად დამატებითი ხარჯები იქნება უკვე მისაყოლებელი ამ ტყის შესანახად," - განაცხადა რომან გოცირიძემ.

პარლამენტმა სამი მოსმენით საკომიტეტო ფორმატში განიხილა და მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც ყველა მართლმადიდებელ ეკლესიას, ტაძრების გარშემო 20 ჰექტრამდე ტყის ფლობის უფლება ექნება. გადაწყვეტილებას უმრავლესობის და პატრიორტთა ალიანსის მხარდაჭერა აქვს.

შეგახსენებთ, რომ ტყის კოდექსსა და სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი პარლამენტმა 2019 წლის ოქტომბერში დაუჭირა. ახალ წინ სასესიო განხილვებია. იმ შემთხვევაში თუ კანონი ამოქმედდება, ეკლესიას ექნება ვალდებულება იზრუნოს მისაკუთერებულ ტერიტორიაზე ხე-მცენარეების განაშენიანებასა და მოვლაზე.

ამავე თემაზე
დღის ამბები