29 ნოემბერი 2024,   23:28
ვრცლად
ამ ტიპის ნაბიჯები არასწორი იყო მაშინაც, როცა მე გახლდით ხელისუფლებაში - გიგა ბოკერია ტყის კოდექსში ცვლილებებზე

"ევროპულ საქართველო" ტყის კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარს არ უჭერს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდისგან ამგვარი ნაბიჯი არც წინა ხელისუფლების დროს იყო მოსაწონი და არც ახლა მოსწონს. გიგა ბოკერიას მოსაზრებით, ამ მხრივ ვითარება გაუარესდა. 

"ამ ტიპის ნაბიჯები წინასაარჩევნოდ და ზოგადად, არასწორია დღეს, არასწორი იყო გუშინ, იმ პოლიტიკური გუნდის დროსაც, როცა მე გახლდით ხელისუფლებაში, ოღონდ ვითარება კი არ გაუმჯობესდა ამ თვალსაზრისით, რომ ამ ტიპის ცდუნებებს ხელისუფლებები აღარ აჰყოლოდნენ, გაუარესდა. იმიტომ, რომ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ივანიშვილის გუნდი ცდილობს ყველაზე უფრო შავრაზმული განწყობების გამოყენებას ოპონენტების წინააღმდეგ და სიძულვილის თესვაში ამ ტიპის ჯგუფების გამოყენებას და შემდეგ მათი მხარდაჭერის მოპოვებას ამ ტიპის ნაბიჯებით,"-განაცხადა გიგა ბოკერიამ.

პარლამენტმა სამი მოსმენით საკომიტეტო ფორმატში განიხილა და მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც მართლმადიდებელ ეკლესიას, ტაძრების გარშემო 20 ჰექტრამდე ტყის ფლობის უფლება ექნება. გადაწყვეტილებას უმრავლესობის და პატრიორტთა ალიანსის მხარდაჭერა აქვს.

შეგახსენებთ, რომ ტყის კოდექსსა და სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი პარლამენტმა 2019 წლის ოქტომბერში დაუჭირა. ახალ წინ სასესიო განხილვებია. იმ შემთხვევაში თუ კანონი ამოქმედდება, ეკლესიას ექნება ვალდებულება იზრუნოს მისაკუთერებულ ტერიტორიაზე ხე-მცენარეების განაშენიანებასა და მოვლაზე.

ამავე თემაზე
დღის ამბები