პალესტინის ლიდერი ისრაელთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიღწეულ ყველა შეთანხმებას აუქმებს - ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს.
მაჰმუდ აბასის განცხადებით, ოკუპირებული იორდანეს დასავლეთ სანაპიროს ნებისმიერი ნაწილის ისრაელის მიერ ანექსია ორ ქვეყანას შორის არსებული პრობლემების გადაჭრის შანსებს ანგრევს.
აბასი საერთაშორისო საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობას ისრაელს აკისრებს.