29 ნოემბერი 2024,   23:37
ვრცლად
ნებისმიერი გზავნილი აშშ-სგან იმას ემსახურება, რომ საქართველომ მეტ წარმატებას მიაღწიოს - კელი დეგნანი

ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აცხადებს, რომ ნებისმიერი გზავნილი აშშ-სგან იმას ემსახურება, რომ საქართველომ მეტ წარმატებას მიაღწიოს.

ელჩის განცხადებით, საქართველოსთან მიმართებაში კომუნიკაციის პრობლემა არ არსებობს.

"ყოველთვის თავს ვიკავებ სხვა სახელისუფლებო შტოს წარმომადგენლების განცხადებებზე კომენტარისგან, რადგან მე სულ სხვა, აღმასრულებელ შტოს ვეკუთვნი. თუმცა ნებისმიერი გზავნილი ამერიკის ხელისუფლებისგან იმას ემსახურება, რომ საქართველომ მეტ წარმატებას მიაღწიოს, აისრულოს თავისი ოცნებები, იქნება ეს ძლიერი, ღია და დემოკრატიული საზოგადოების შექმნა, თუ ეკონომიკური კეთილდღეობა, რასაც ასე იმსახურებს ქართველი ხალხი. ამიტომ, ნებისმიერი კომენტარი ამ სულისკვეთებით უნდა იქნას აღქმული.

თუ გადავხედავთ ჩვენს ურთიერთობას საქართველოსთან, ჩვენ სხვადასხვა საკითხებზე ფართო კომუნიკაცია და თანამშრომლობა გვაქვს, განსაკუთრებით, რაც შეეხება საერთაშორისო და რეგიონალურ უსაფრთხოებას, ამიტომ, როდესაც რაიმე კონკრეტული საკითხი წამოიჭრება ხოლმე, ღია ფორმატში ვწყვეტთ საკითხებს. კომუნიკაციის პრობლემა არ გვაქვს და ჩვენი თანამშრომლობა საკმაოდ ღრმაა," - განაცხადა კელი დეგნანმა

დღის ამბები