29 ნოემბერი 2024,   23:34
ვრცლად
თბილისსა და რუსთავს შორის ახალი ავტობუსები იმოძრავებენ - კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძის თქმით, თბილისსა და რუსთავს შორის  ახალი ავტობუსები იმოძრავებენ. გეგმის წარდგენა დედაქალაქის მერმა  მოადგილეს, მაია ბითაძეს დაავალა:

"დღის განმავლობაში 30 ათასი ადამიანი გადაადგილდება თბილისისა და რუსთავის მიმართულებით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ აუცილებელია, დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა უზრუნველყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით ამ ადამიანების გადაადგილება. ბევრი წერილი შემოდის ახალგაზრდების მხრიდან. პრობლემა, რომელიც არსებობს თბილისი-რუსთავის გზაზე, წარმოადგენს სერიოზულ დისკომფორტს ადამიანებისთვის. არის ბევრი სტუდენტი, ვინც ცხოვრობს რუსთავში და ეს გადაწყვეტილება, ამ პროექტის განხორციელება მათთვის იქნება კომფორტი. მინდა, მაია ბითაძეს დავავალო, ძალიან სწრაფად წარმოდგენილი იყოს სრულყოფილი გეგმა, საიდან უნდა მოხდეს ავტობუსების გასვლა რუსთავის მიმართულებით და პირიქით. თბილისი-რუსთავის მიმართულებით იმოძრავებს ახალი ავტობუსები, ისეთი, როგორიც ემსახურება თბილისის მოსახლეობას," - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები