29 ნოემბერი 2024,   23:30
ვრცლად
დროა ოპოზიციამ კონსტრუქციული თანამშრომლობით წინ წაიწიოს საარჩევნო და საკონსტიტუციო რეფორმების კუთხით - ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩეს ამორი

გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩეს ამორი ეხმაურება. ესპანელი ევროპარლამენტარი განცხადებას ტვიტერზე ავრცელებს. ამორი პოლიტიკოსების შეწყალებას ქვეყანაში დაძაბულობის განმუხტვისაკენ გადადგმულ დადებით ნაბიჯად აფასებს და ოპოზიციურ პარტიებს კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.

"ევროკავშირიდან ჩვენ ძალიან მომთხოვნი ვიყავით "ქართული ოცნების" მიმართ. ახლა დროა, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ვალდებულება ლოიალური და კონსტრუქციული თანამშრომლობით შეასრულოს და წინ წაიწიოს საარჩევნო და საკონსტიტუციო რეფორმების კუთხით," - ნათქვამია ნაჩო სანჩეს ამორის განცხადებაში.

დღის ამბები