29 ნოემბერი 2024,   23:52
ვრცლად
ბოჭორიშვილის კლინიკაში 3 პაციენტის განმეორებით ანალიზის პასუხებს ელოდებიან

დღეს ბოჭორიშვილის კლინიკაში 3 პაციენტის განმეორებით ანალიზის პასუხებს ელოდებიან. ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაში 56 პაციენტია მოთავსებული, მათგან 43 COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევაა. ინფიცირებულთაგან 11 არასრულწლოვანია. სტაციონარში 4 პაციენტის მდგომარეობა კვლავ საყურადღებო რჩება.

"რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება 2 პაციენტი და იქ განაგრძობენ მკურნალობას და მონიტორინგს, სხვა პაციენტების მდგომარეობა არის სტაბილური," - აცხადებს ბოჭორიშვილის კლინიკის ექიმი-ინფექციონისტი მეგი კობახიძე.

დღის ამბები