29 ნოემბერი 2024,   23:35
ვრცლად
ჯანდაცვის სამინისტრომ 30 000 სწრაფი ტესტი შეიძინა

მსოფლიო ბანკის კორონავირუსზე გადაუდებელი რეაგირების პროექტის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტრომ სწრაფი ტესტები შეიძინა. ანტისხეულების 30 000 ტესტის მომწოდებელი ჩინეთის მთავრობის მიერ ლიცენზირებული კომპანიაა, რომელიც აღნიშნული ტესტებით ევროპის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებსაც ამარაგებს.

ტესტები ექსპო ჯორჯიაში განთავსებულ, ჯანდაცვის სამინისტროს დროებით საწყობში მიიღეს და შესაბამის კლინიკებსა და დაწესებულებებში გადანაწილდება. 

"ჯანდაცვის სამინისტროს გადმოეცა 30 ათასი სწრაფი ტესტი, რომელიც საქართველოში არის შესაბამისი რეგულირების სააგენტოს მიერ რეგისტრირებული. აღნიშნული ტესტები გამოიყენება როგორც ევროპის ქვეყნებში, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებში და მაღალი სანდოობით სარგებლობს ამ კომპანიის ტესტი,“ - აცხადებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, თინათინ ხარძიანი.

 

დღის ამბები