29 ნოემბერი 2024,   23:46
ვრცლად
ბოლნისის სოფელ მუშევანში COVID-19-ის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

COVID-19-ის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში. ლაბორატორიაში სულ 145 პირის საკვლევი მასალა გადააგზავნეს, აქედან 130 სოფელ მუშევანიდან, 15 კი ბოლნისიდან იყო.

სულ ამ ეტაპზე სოფელში 50 პირია ინფიცირებული. ბოლნისის მუნიციპალიტეტში კი ჯამში 156 COVID ინფიცირების ფაქტია, აქედან 3 გარდაიცვალა, 66 კი გამოჯანმრთელდა.

დღის ამბები