29 ნოემბერი 2024,   23:46
ვრცლად
იგეგმებოდა ნატო-საქართველო- რუსეთის ანტიტერორისტული ცენტრის გახსნა, შეიძლება მომავალში ეს ფორმატი საინტერესო იყოს - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ ნატო-საქართველო- რუსეთის ანტიტერორისტული ცენტრის გახსნა იგეგმებოდა. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მსგავსი ფორმატი მომავალში შეიძლება ძალიან საინტერესო იყოს.  

განცხადება სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადების საპასუხოდ გააკეთა.

"ჩემი კოლეგა, ამ შემთხვევაში, სიმართლეს ლაპარაკობს. იყო ეს მოსაზრება, შეთანხმებაც, რომ გახსნილიყო ანტიტერორისტული ცენტრი. ოღონდ ერთი რამე ავიწყდება, როცა ამას ახსენებს და ის არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი - ეს არ იქნებოდა საქართველო-რუსეთის ანტიტერორისტული ცენტრი, რომელიც მაშინ მხოლოდ ბაზის შემცველი იქნებოდა, ეს იყო ნატო-საქართველო- რუსეთი. და ეს არის სულ სხვა ფორმატი, რომელსაც ჰქონდა ძალიან დიდი, საინტერესო ელემენტები და ნატოს დათანხმება ამაზე და რუსეთის დათანხმება იყო ძალიან მნიშვნელოვანი. შეიძლება ეს ფორმატი, მომავალში, როცა სხვა განზომილებაში ვიქნებით, იყო ძალიან საინტერესო. იყო იმ დროს შესაძლებელი და შეიძლება მომავალში რამე მომენტში ჩავთვალოთ, რომ ეს საჭირო არის და კარგი ფორმატია რაღაცების გადასაწყვეტად. ის ფაქტი, რომ ნატოსთან ერთად კეთდება ეს, ძალიან მნიშვნელოვანია და თუ კარგად დავფიქრდებით, ძალიან საინტერესო,"-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის ამბები