29 ნოემბერი 2024,   23:43
ვრცლად
მკითხველს უკვე შეუძლია, "ვეფხისტყაოსანი" გრაფიკული რომანის სახითაც იხილოს

მკითხველს უკვე შეუძლია, შოთა რუსთაველის პოემა გრაფიკული რომანის სახითაც იხილოს. ახალი ილუსტრაციების ავტორი დავით მაჭავარიანია, რომელიც ნაშრომზე 10 წელი მუშაობდა. ტუშში შესრულებული „ვეფხისტყაოსანი”, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ რამდენიმე წლის წინ გამოსცა. ახალი მხატვრული თავგადასავალი პოემის შინაარსისა თუ ფორმის მნიშვნელობასთან ერთად, ტექსტის ახლებურად, თანამედროვედ და მრავალფეროვნად გააზრების ერთ-ერთი საშუალებაა.

გამოცემა განსაკუთრებით საინტერესო ახალი თაობისთვისაა. მწერალთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მათთვის საზეპირო ტექსტის გარდა ილუსტრაციით გაფორმებამ ინტერესი კიდევ უფრო გააღვივა. განახლებული ვერსიის ტექსტზე სალომე ბენიძე წელიწადნახევრის განმავლობაში ზრუნავდა.

შეთავაზება 4 წლის წინ სულაკაურის გამომცემლობისგან გაჩნდა. ამ პერიოდში მუშაობის შედეგად წიგნი 2018 წლის ზაფხულში გამოვიდა.

გრაფიკული რომანი, რომელმაც ვეფხისტყაოსანს ახალი სიცოცხლე შესძინა, წიგნის მაღაზიებსა და ონლაინსივრცეში უკვე გაყიდვაშია.

 

ავტორი : სალომე თარხნიშვილი

დღის ამბები