29 ნოემბერი 2024,   23:40
ვრცლად
პოლარიზაცია სხვა არის, პოლიტიკური დავა სხვა, ვისწავლოთ ცივილიზებული პოლიტიკური დავა, რასაც ელოდება საზოგადოება - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, არჩევნების მშვიდობიანად და წარმატებით ჩატარება,  არის როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის პასუხისმგებლობა და აუცილებელია დეპოლარიზაცია და დაპირისპირების დონის დაწევა. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში, დავით კაკულიასთან ინტერვიუს დროს ისაუბრა. პრეზიდენტის თქმით, ეს გამოცდა მხოლოდ "ქართული ოცნების" ჩასაბარებელი არ არის.

""ქართული ოცნების" ჩასაბარებელი არ არის, პასუხისმგებლობა როგორ არაა, მაგრამ როგორც კოვიდის სიტუაცია ჩააბარა მმართველმა გუნდა, უნდა ვთქვა, რომ ფანტასტიკურად, მაგრამ ჩააბარა საზოგადოებამაც და დიდი როლი იყო საზოგადოების, დღესაც, ხვალაც და ამ არჩევნების მოსამზადებელ პერიოდშიც. თუ შეგნება იმდენი გვაქვს, რომ გავიარეთ ეს კოვიდი და ბევრ რამეს დავთანხმდით ნებაყოფლობით, შეგვიძლია ბევრი რამე კიდევ გავაკეთოთ და ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ ვართ საზოგადოება, რომელსაც თავისი ქვეყანა უყვარს," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, არჩევნების წარმატებით ჩატარება არის როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის პასუხისმგებლობა და ყველამ ერთად, მშვიდობიანად უნდა გაიაროს ეს გზა.

პრეზიდენტის თქმით, აუცილებელია დეპოლარიზაცია და დაპირისპირების დონის დაწევა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ოპონენტები პოლიტიკურ რეჟიმში არ იქნებიან.

"პოლარიზაცია სხვაა, პოლიტიკური დავა სხვა, ვისწავლოთ ცივილიზებული პოლიტიკური დავა, რასაც ელოდება საზოგადოება, ქვეყანა ელოდება სიმშვიდეს, ამაში ვარ დარწმუნებული,"-  აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. 

დღის ამბები