29 ნოემბერი 2024,   23:37
ვრცლად
8 მარტის შეთანხმების მიღწევა, უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია დეპოლარიზაციისა და პოლიტიკური გარემოს ნორმალიზაციისთვის - მარკეტა გრეგოროვა

ჩეხი ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს დაპირებების შესრულებისკენ მოუწოდებს. ევროპარლამენტარის თქმით, 8 მარტის შეთანხმების მიღწევა, დეპოლარიზაციისა და პოლიტიკური გარემოს ნორმალიზაციისთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია:

"მინდა მივულოცო საქართველოს ყველა პოლიტიკურ პარტიას ურთიერთგაგენის მემორანდუმის გაფორმება და 8 მარტის შეთანხმების მიღწევა, რაც უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია დეპოლარიზაციისა და პოლიტიკური გარემოს ნორმალიზაციისთვის. რაც შეეხება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს, იმედს გამოვთქვამ და მოვუწოდებ პოლიტიკურ პარტიებს, რომ განახორციელონ დადებული შეპირებები, რაც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ადმინისტრაციული და სასამართლო რეფორმებისკენ," - განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ.

დღის ამბები