29 ნოემბერი 2024,   23:47
ვრცლად
უამრავი კრიტიკულად განწყობილი ევროპარლამენტარიც კი აღნიშნავდა საქართველოს პროგრესს - კახა კუჭავა

ოპოზიციისთვის მოულოდნელი არ ყოფილა გზავნილების სიმწვავე ბრიუსელიდან. ლიდერების თქმით, პარტნიორებმა ყველა იმ გამოწვევაზე გაამახვილეს ყურადღება, რომლის წინაშეც დღეს საქართველო დგას.

ქართული ოცნების ოპონენტები ამბობენ, რომ პარტნიორები მმართველ გუნდს პასუხს მოსთხოვენ ყველა გადაცდომას და შეუსრულებელ დაპირებაზე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა აცხადებს, რომ საბოლოო ჯამში, ბრიუსელის გზავნილები და ანგარიში შესაძლოა დადებითად შეფასდეს.

"თუ გავითვალისწინებთ ევროპარლამენტარების კომენტარებს, ფაქტობრივად, პასუხი გაეცა მათ გამონათქვამებს, საუბარია მარინა კალიურანდის კომენტარზე, რომელმაც თანამშრომლებს კონსტრუქციული დიალოგისკენ მოუწოდა. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი დადებითად შეიძლება შეფასდეს. უამრავი კრიტიკულად განწყობილი ევროპარლამენტარიც კი აღნიშნავდა საქართველოს პროგრესს, ასოცირების ხელშეკრულების კუთხით ,"- განაცხადა კახა კუჭავამ.

დღის ამბები