29 ნოემბერი 2024,   23:41
ვრცლად
მივესალმები საქართველოს პრეზიდენტის მიერ გადადგმულ ნაბიჯს - ანდრიუს კუბილიუსი

"მივესალმები საქართველო პრეზიდენტის მიერ გადადგმულ ნაბიჯს, რომელიც ნამდვილად იძლევა 8 მარტის შეთანხმების სრული განხორციელების პერსპექტივას," - ამის შესახებ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელმა ანდრიუს კუბილიუსმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს შესახებ მოხსენებაზე საუბრისას განაცხადა. 

ანდრიუს კუბილიუსის თქმით, საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია ევროკავშირისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამაგალითო ქვეყანა გახდეს.

"მსურს, ხაზი გავუსვა ამ შეთანხმების მიღწევაში ფასილიტატორების, მათ შორის ევროკავშირის ელჩის კარლ ჰერცელის როლს და ვფიქრობ, ეს არის ის, თუ როგორ შეუძლია ევროკავშირს დახმარება გაუწიოს იმ ქვეყნებს, რომლებსაც გარკვეული სახის პოლიტიკური კრიზისი აქვთ. საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია ევროკავშირისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამაგალითო ქვეყანა გახდეს. საქართველოს წინ საპარლამენტო არჩევნების სახით დიდი გამოწვევა აქვს, -  განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.

  

დღის ამბები