ევროპის ქვეყნებში კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები მცირდება. იტალიაში ბოლო ერთ დღეში 145 ადამიანი დაიღუპა, რაც მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ქვეყენაში გაიხსნა მაღაზიები, ბარები, რესტორნები და სილამაზის სალონები.
ესპანეთში კი, ბოლო ორი თვის განმავლობაში ერთ დღეში გარდაცვლილთა რაოდენობა 100-ს პირველად ჩამოსცდა. ესპანეთში აცხადებენ, რომ ქვეყნის საზღვრები მოგზაურებისთვის მინიმუმ 5 კვირა არ გაიხსნება. ქვეყანაში უკვე განაახლა მუშაობა ღია ტიპის რესტორნებმა და ბარებმა.