29 ნოემბერი 2024,   23:46
ვრცლად
"პოლიტიკური პატიმრები" არ შემიწყალებია - სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას ეხმაურება

საქართველოს პრეზიდენტი twitter-ზე ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას ეხმაურება.

სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტარის განცხადების საპასუხოდ წერს, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ და ფოტიგას ამ გარემოების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს.

"უფრო ზუსტად, მე არ შემიწყალებია "პოლიტიკური პატიმრები." საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არ არიან. მადლობელი ვიქნები, თუ ამ ფაქტს საქართველოში არსებულ სიტუაციაზე კომენტირებისას გაითვალისწინებთ," - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.

ევროპარლამენტარის ტვიტერზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ის სალომე ზურაბიშვილის მიერ პოლიტიკური პატიმრების შეწყალებას მიესალმება.

დღის ამბები