29 ნოემბერი 2024,   23:25
ვრცლად
მსოფლიომ ხელახლა უნდა გაიცნოს საქართველო, როგორც უსაფრთხო დანიშნულების მქონე ქვეყანა ტურისტულ სამყაროში - ნათია თურნავა  

მსოფლიომ ხელახლა უნდა გაიცნოს საქართველო, როგორც უსაფრთხო დანიშნულების მქონე ქვეყანა ტურისტულ სამყაროში - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ, პრემიერ-მინისტრისა და ელჩების ვიდეოჩართვის შემდეგ განაცხადა.

ნათია თურნავას თქმით, ამ დღეებში საელჩოებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ პირველ ივლისს საერთაშორისო ვიზიტორებისთვის საქართველომ ტურისტული ბაზრის გახსნა წარმატებულად შეძლოს. 

"აქამდე გვიცნობდნენ ჩვენ, როგორც უძველესი ტრადიციების, ისტორიის და შესანიშნავი ბუნების მქონე ქვეყანას. ახლა გვიცნობენ, როგორც ქვეყანას, რომელმაც წარმატებით ბრძოლა შეძლო COVID-19-თან, რაც სხვა ბევრმა ქვეყანამ ვერ შეძლო. ჩვენი ფრონტის წინა ხაზი დღეს გადის სწორედ ჩვენს დიპლომატიურ კორპუსზე, საელჩოებზე და სწორედ ეს იყო პრემიერ-მინისტრის გზავნილი ჩვენი დიპლომატიური კორპუსის მიმართ.

მათ ყველაფერი უნდა გააკეთონ ამ დღეებში იმისთვის, რომ წარმატებულად შევძლოთ პირველ ივლისს გავხსნათ ჩვენი ტურისტული ბაზარი საერთაშორისო ვიზიტორებისთვის, მაქსიმალური ინფორმაცია ჰქონდეთ სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს იმის თაობაზე, თუ რამდენად უსაფრთხო და ეფექტურები ვართ, ასევე, რა წესები გვაქვს შემოღებული, რომელიც სრულიად მისაღები იქნება სხვადასხვა ქვეყნისთვის. ამ ურთიერთობების ფარგლებში უნდა გავხსნათ ე.წ. უსაფრთხო მწვანე დერეფნები, რომელთა მეშვეობითაც ჩვენთან ტურისტები შემოვლენ," - აღნიშნა ნათია თურნავამ

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა, რომ დიპლომატიურმა კორპუსმა მსოფლიოს უნდა გააცნოს საქართველოს ახალი ადგილი და როლი გლობალურ საინვესტიციო პროცესებში.

"კოვიდის შემდეგ სამყაროში უფრო მეტად გაძლიერდება დივერსიფიკაციის ტენდენცია. ძალიან ბევრი მულტინაციონალური კომპანია ეძიებს მეტ დივერსიფიკაციას და თავისი წარმოებების გადატანა, ან ალტერნატიული წარმოებების შექმნა სურს სხვა რეგიონებში, განსხვავებით იმ ტრადიციული ინდუსტრიული ჰაბებისა, როგორიც არის მაგალითად ჩინეთი. ჩვენ აქ უნდა ვიყოთ ასევე ნომერ პირველი არჩევანი და ამასაც ეძღვნებოდა პრემიერ-მინისტრისა და დიპლომატიური კორპუსის საუბარი," -  განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

დღის ამბები