30 ნოემბერი 2024,   00:58
ვრცლად
გაერო საქართველოს პანდემიაზე რეაგირებისთვის 1 მილიონ აშშ დოლარს გამოუყოფს

გაერო კორონავირუსის პანდემიაზე რეაგირებისთვის საქართველოს დასახმარებლად 1 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს. საქართველო იმ პირველი 46 ქვეყნის ჩამონათვალშია, რომლებიც გაეროს კორონავირუსთან რეაგირებისა და აღდგენის სატრასტო ფონდის დაფინანსებით ისარგებლებენ.

თანხა ჯანდაცვის კრიზისზე რეაგირებასა და მოწყვლადი ჯგუფების პანდემიის უარყოფითი სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებთან გამკლავებას მოხმარდება.

დღის ამბები