გიორგი რურუა ისევ პატიმრობაში რჩება. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე, არ დააკმაყოფილა.
მას შემდეგ, რაც მისი სახელი და გვარი პრეზიდენტის შეწყალების აქტში ვერ მოხვდა, გათავისუფლების შუამდგომლობა არც მოსამართლემ დააკმაყოფილა. პროცესი დისტანციურად საქალაქო სასამართლოში ამ წუთებშიც გრძელდება.
აღსანიშნავია, რომ ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა გიორგი რურუას ციხიდან გათავისუფლებაა. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, მხოლოდ ამის შემდეგ დაუჭერენ ისინი მხარს 8 მარტის შეთანხმებას.
გიორგი რურუა სამართალდამცავებმა 18 ნოემბერს, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.