29 ნოემბერი 2024,   23:45
ვრცლად
გაეროს გენერალური მდივანი რელიგიურ ლიდერებს მოუწოდებს, ანტივაქსერული განცხადებები არ გააკეთონ, თუმცა საქართველოში მღვდელმთავრების ნაწილი ვაქცინაციის წინააღმდეგია

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენებას მისი შექმნის შემთხვევაში საქართველოში სკეპტიკურად უყურებენ, მათ შორის - სასულიერო პირები. მათი ნაწილის მთავარი მოთხოვნაა, კორონავირუსისგან თავის დასაცავად ყველაზე ეფექტური საშუალება ყველასთვის სავალდებულო არ იყოს. 

სწორედ სასულიერო პირები და რელიგიური ლიდერები იყვნენ გაეროს გენერალური მდივნის ადრესატები.  ანტონიო გუტიერესმა განაცხადა, რომ მათ უნდა შეწყვიტონ "არაზუსტი და მავნე გზავნილების“ გაკეთება, მოსახლეობისთვის ისეთი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც პანდემიის ფონზე ეთნონაციონალიზმს, სტიგმას, სიძულვილის ენასა და კონფლიქტებს ახალისებს. ანტონიო გუტიერესის განცხადებით, სწორედ იმ დროს, როცა მოსახლეობა ყველაზე მეტად არის დაუცველი, ექსტრემისტებმა და რადიკალურმა ჯგუფებმა ეს ფაქტორი საკუთარი ინტერესებისთვის არ უნდა გამოიყენონ.

გაეროს გენერალური მდივნის კომპეტენცია ბოდბელი მიტროპოლიტსთვის საეჭვო, მოწოდებები კი მიუღებელია. სასულიერო პირების მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ ვაქცინაცია რწმენას ვერაფერს ავნებს. ჯერ კიდევ შექმნამდე, ვაქცინის საწინააღმდეგო განცხადებები სასულიერო პირების მხრიდან ბოლო პერიოდში არაერთხელ გაკეთდა. ისმოდა ვარაუდი, რომ კორონავირუსი არარსებული, მოგონილი ინფექცია იყო, მათ შორის სასულიერო პირების ქადაგებების დროს, ამბიონებიდან. სასულიერო პირების ნაწილი ეჭვობს, რომ ვაქცინა, რომელიც მომავალში გამოვა, ადამიანების დამორჩილებისკენ იქნება მიმართული. 

მაშინ, როცა მსოფლიო ებრძვის პანდემიას, რომელმაც უკვე 300 000-ზე მეტი სიცოცხლე იმსხვერპლა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებს მუდმივად უწევთ იმაზე საუბარი, რომ ანტივაქსერული მოძრაობა მავნებლობლურია, ვაქცინა კი მოსახლეობისთვის სასიკეთო. მსოფლიოში უკვე 200 წელზე მეტია აღიარებულია, რომ ინფექციურ დაავადებებთან საბრძოლველად ერთადერთი ძირითადი საშუალება ვაქცინაციაა.

კოვიდ-19-ის ვაქცინის უახლოეს მომავალში შექმნის თაობაზე დამაიმედებელი ინფორმაცია კვლავ არ ვრცელდება. კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ეფექტურ საშუალებაზე ამ დროისთვის რამდენიმე ქვეყნის რამდენიმე კომპანია მუშაობს. ევროპის წამლის სააგენტოს განცხადებით, ახალი კორონავირუსის წინაღმდეგ ვაქცინა, ოპტიმისტური სცენარის შემთხვეევაში, ერთ წელიწადში იქნება მზად.

დღის ამბები