29 ნოემბერი 2024,   23:39
ვრცლად
ჰომოფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით ამ წუთებში ონლაინაქცია მიმდინარეობს

ამ წუთებში ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ონლაინაქცია მიმდინარეობს.

ვირტუალურ შეკრებაში მონაწილეობას ლგბტ და ქვიარ თემის წარმომადგენლები, მათი მხარდამჭერები, უფლებადამცველი ორგანიზაციები, პოლიტიკოსები და საქართველოს სახალხო დამცველი იღებენ. ღონისძიება ონლაინ იმის გამო იმართება, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა და აქცია-მანიფესტაცია იკრძალება.

დღეს მსოფლიო საზოგადოება ლგბტ და ქვიარ თემს მხარდაჭერას უცხადებს და მოითხოვს მათი უფლებების დაცვას.

დღის ამბები