29 ნოემბერი 2024,   23:26
ვრცლად
ზუგდიდში ქუჩაზე, სადაც სამ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა, მოსახლეობის თერმოსკრინინგი მიმდინარეობს

ზუგდიდში, წერეთლის ქუჩაზე მოსახლეობის თერმოსკრინინგი მიმდინარეობს. ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები რამდენიმე ჯგუფად დაიყვნენ და ადგილობრივებს ამოწმებენ. მათი ინფორმაციით, ჯერჯერობით, არცერთ მათგანს ტემპერატურა არ გამოვლენია. 

სპეციალური ეკიპირებით ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევენ და მოუწოდებენ,გარეთ გასვლისგან თავი შეიკავონ.

ამასთან, სთხოვენ, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულას ან 112-ს მიმართონ.

 წერეთლის ქუჩაზე ოჯახის სამ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამ ქუჩიდან კარანტინში 15-მდე არასრულწლოვანია გადაყვანილი.

დღის ამბები