29 ნოემბერი 2024,   23:35
ვრცლად
სასულიერო პირები თბილისის ქუჩებს ავტო-კოლონით და ნაკურთხი წყლის სხურებით შემოივლიან - საპატრიარქოს გეგმები 17 მაისს

17 მაისს სასულიერო პირები ხატებითა და ნაკურთხი წყლის სხურებით თბილისის ქუჩებს შემოივლიან და მოსახლეობას დალოცავენ. ინფორმაციას ამის შესახებ საპატრიარქო ავრცელებს.

"ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის ერთკვირიანი ზეიმის დასრულების, აწყურის ღვთისმშობლის ხატის თბილისში შემობრძანების, ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღესთან დაკავშირებით კვირას, 17 მაისს, საზეიმო წირვის შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ მოხდება ოჯახების, დედაქალაქისა და სრულიად საქართველოს დალოცვა.

ხოლო მისი კურთხევით, სასულიერო პირები ხატებითა და ნაკურთხი წყლის სხურებით თბილისის ქუჩებს შემოივლიან და მოსახლეობას დალოცავენ.

ავტო-კოლონით მსვლელობა 13:00 საათზე წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება," - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

დღის ამბები