29 ნოემბერი 2024,   23:31
ვრცლად
ბათუმში კორონავირუსისგან 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა

ბათუმში კორონავირუსისგან ორი პირი გამოჯანმრთელდა. მათ შორის, ერთი 80 წლამდე მამაკაცია, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც კრიტიკულად ითვლებოდა და ის ერთ თვეზე მეტი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. პაციენტს აქვს ინსულტი, რის გამოც სხვა კლინიკაში გადაიყვანეს. 

"მედალფაში" სამი ინფიცირებული რჩება, აქედან ერთი 61 წლის ქალია, ის კლინიკაში თბილისიდან დღეს გადაიყვანეს. "მედალფას" დირექტორის თქმით, ის თბილისში საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა, კორონავირუსის დადასტურების შემდეგ კი აჭარაში გადაიყვანეს, რადგან ბათუმის მკვიდრია. 

დღის ამბები