ჰუბეის პროვინციის ქალაქ უჰანში მასობრივი ტესტირება გრძელდება. მთავრობამ 11 მილიონი ადამიანის გამოკვლევა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ქალაქში დაავადების 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოიკვეთა ახალი კლასტერი.
მასობრივი ტესტირების მიზანი ვირუსის ხელახალი გავრცელების თავიდან აცილებაა. შემოწმებისას პრიორიტეტი მჭიდრო დასახლებებსა და ხანდაზმულებს ენიჭებათ.