29 ნოემბერი 2024,   23:49
ვრცლად
ნებისმიერი მოქალაქისთვის გულდასაწყვეტი და არაპოპულარული გადაწყვეტილება იყო პრეზიდენტის მხრიდან, თუმცა, როგორც პოლიტიკოსს მესმის ამ გადაწყვეტილების - კახა კალაძე

"ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ მმართველ გუნდმა პრეზიდენტის მიერ შეწყალების გადაწყვეტილების მიღების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. კახა კალაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსების გათავისუფლების შესახებ ოპოზიციასთან შეთანხმება არ მიღწეულა.

"ნებისმიერი მოქალაქისთვის გულდასაწყვეტი და არაპოპულარული გადაწყვეტილება იყო პრეზიდენტის მხრიდან, თუმცა, როგორც პოლიტიკოსს მესმის ამ გადაწყვეტილების, განმარტებები, რომელიც იქნა გაკეთებული.

სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ჩვენ ეს ინფორმაცია არ გვქონდა. როდესაც აპელირება მიდიოდა 8 მარტის შეთანხმებაზე, მე ვისაუბრე დღესაც, რომ ეს ვერ იქნებოდა ამ შეთანხმების ნაწილი, იმიტომ, რომ ვერც პარლამენტი და ვერც მთავრობა ვერ მიიღებდა მსგავს გადაწყვეტილებას და, შესაბამისად, შეთანხმება ვერ შედგებოდა ისეთ რაღაცაზე, რომლის შესრულების შესაძლებლობა არ არსებობს.

არა, ნამდვილად არ ყოფილა შეთანხმების ნაწილი. თქვენ ვერ მაჩვენებთ ვერცერთ პუნქტს იმ შეთანხმებაში, რომელიც გახდა საჯარო, რომ იქ საერთოდ ნახსენები ყოფილიყო კრიმინალების გათავისუფლება,"-განაცხადა კალაძემ.

დღის ამბები