29 ნოემბერი 2024,   23:40
ვრცლად
როგორც კი გიორგი რურუა ციხიდან გათავისუფლდება, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეთანხმება შესრულდა - გიგა ბოკერია

პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრი გიგა ბოკერია პრეზიდენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს. გიგა ბოკერიას განცხადებით, ახლა არის დარჩენილი გიორგი რურუა და მას შემდეგ, რაც ისიც განთავისუფლდება პატიმრობიდან, საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბარი შესაძლებელი. 

გიგა ბოკერიას განცხადებით, პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ, ქვეყნის ნორმალიზაციისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯია.

"ეს არის კარგი გადაწყვეტილება ქვეყნისთვის. ჩვენს ქვეყანას სჭირდება ნორმალიზაცია არჩევნების წინ. ეს ნაბიჯები არის სერიოზული ნაბიჯები სწორედ ამ ნორმალიზაციისკენ. არ ქრება განსხვავებები, არ ქრება პოლიტიკური კრიტიკა და დაპირისპირება, მაგრამ ეს არის ნორმალური ვითარებისკენ გადადგმული ნაბიჯი.

მე იმედი მაქვს, რომ ამ გადაწყვეტილებას მოჰყვება გადაწყვეტილება დარჩენილი პატიმრის, გიორგი რურუას გათავისუფლების შესახებ. როგორც კი გიორგი რურუა ციხიდან გათავისუფლდება, ვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეთანხმება შესრულდა, ამას უკვე მოჰყვება შემდეგი ნაწილი - კენჭისყრა პარლამენტში, შეთანხმება შესრულდება და ეს, ვიმეორებ კიდევ ერთხელ, არის ძალიან კარგი ამბავი, როცა დასრულდება, ჩვენი ქვეყნისთვის.

ჩემთვის მნიშვნელოვანია შედეგი და არა მისი ანატომიის ანალიზი ამ მომენტში. ჩვენ გვსურს ამ პროცესის დასრულება, გიორგი რურუას გამოშვება ციხიდან და ამით დასრულდება ეს ძალიან სარისკო პროცესი ქვეყნისთვის, როცა მერე შედგება კენჭისყრაც და იქნება უკვე საარჩევნო, მწვავე, მაგრამ ნორმალური, ბევრად უფრო ნორმალური კონკურენცია არჩევნების მოგებისთვის ამ ქვეყანაში," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დღის ამბები