29 ნოემბერი 2024,   23:32
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტმა თავისი გადაწყვეტილებით 8 მარტის შეთანხმებას იურიდიული ძალა მიანიჭა - გურამ ჩალაგაშვილი

პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე დღეს კომენტარი ირაკლი ოქრუაშვილის პარტიაშიც გაკეთდა. პოლიტიკური მოძრაობა ”გამარჯვებული საქართველოს” წევრი გურამ ჩალაგაშვილი სალომე ზურაბიშვილის პოზიტიურ მხარეზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს მოსალოდნელი იყო. გურამ ჩალაგაშვილი აცხადებს, რომ ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა ხელისუფლების მხრიდან, არის სწორი.

„ეს არის ყველაზე პოზიტიური ნაბიჯი, რომელიც შეეძლო მას გადაედგა და ახსნაც არის ძალიან მნიშნელოვანი და პოზიტიური, რომ მთავარი არის ის, რომ შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება და ქვეყანამ მიიღოს ისეთი საარჩევნო კოდექსი როგორიც მეტნაკლებად არის ქვეყნისთვის მისაღები. სწორედ პრაგმატული გადაწყვეტილება იქნებოდა ერთადერთი ის, რომ ამ გადაწყვეტილების და შეთანხმების, რომელიც 8 მარტს შედგა, ამ შეთანხმებისთვის იურიდიული ძალის მიცემის მქონე იყო ერთადერთი ადამიანი, საქართველოს პრეზიდენტი და მან ამ შეთანხმებას დღეს თავისი გადაწყვეტილებით მიანიჭა იურიდიული ძალა,“ - განაცხადა გურამ ჩალაგაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსები გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა.

დღის ამბები