29 ნოემბერი 2024,   23:26
ვრცლად
იძულებული გახდა ხელისუფლება, რომ ეს ნაბიჯი გადაედგა - გივი თარგამაძე უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალებაზე

პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების შესახებ "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გივი თარგამაძე ეხმაურება.

გივი თარგამაძის განცხადებით, ხელისუფლება იძულებული გახდა ეს ნაბიჯი გადაედგა და მისივე თქმით, საბოლოო ჯამში ასეც უნდა მომხდარიყო.

"იძულებული გახდა ხელისუფლება, რომ ეს ნაბიჯი გადაედგა. მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო საბოლოო ჯამში ალბათ. "ქართულმა ოცნებამ" იმდენი მოახერხა, რომ ამ ადამიანებს დაერქვათ სახელი ის, რაც იყო სინამდვილეში მათი სახელი - პოლიტიკური პატიმრები და დღეს ისინი თავისუფლდებიან, როგორც პოლიტიკური პატიმრები.

იყო ბიძინა ივანიშვილის მხრიდან კიდევ ერთი ტესტი კორონავირუსის პირობებში, ხომ არ გამოვა კიდევ ერთი გადაგდება. მიხვდა ის და ძალიან კარგია, რომ მიხვდა, რომ არ გამოუვა და აქედან გამომდინარე შეასრულა ის, რაც უნდა შეასრულოს. შეასრულებს ბოლომდე," - აცხადებს გივი თარგამაძე.

შეგახსნებთ, დღეს საღამოს საქართველოს პრეზიდენტმა პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსები - გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა განცხადება საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

დღის ამბები