29 ნოემბერი 2024,   23:47
ვრცლად
არ არის პრობლემა, ინტერპელაციის წესითაც მოვა და ანგარიშსაც წარმოადგენს - მამუკა მდინარაძე პრემიერის პარლამენტში დაბარებაზე

​საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერს ისედაც უწევდა პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშის მოხსენებით წარდგენა, თუმცა ოპოზიციამ ის ინტერპელაციის წესით მაინც გამოიძახა. მდინარაძემ აღნიშნა, რომ, მიუხედავად ამისა, პრემიერი ინტერპელაციის წესითაც მივა პარლამენტში და შემდეგ თვეში ანგარიშსაც წარმოადგენს

"რადიკალურმა ოპოზიციამ იცოდა რა, რომ ამ თვის ბოლომდე წერილობითი ანგარიში უნდა წარმოდგენილიყო რეგლამენტის მიხედვით საქართველოს პარლამენტში და შემდეგ თვეში, ისედაც უნდა გამოცხადებულიყო პრემიერი და ვრცელი ანგარიში გაეკეთებინა პარლამენტის წინაშე, გამოიძახეს ინტერპელაციის წესით. არც ეს არ არის პრობლემა, ინტერპელაციის წესითაც მოვა და შემდეგ ანგარიშსაც წამოადგენს,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

"ქართული ოცნების" ერთ-ერთმა წევრმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ პარლამენტში პრემიერის სტუმრობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.  

"დღეს პრემიერმა აღნიშნა, რომ ის მზად არის ჩაერთოს საპარლამენტო პროცედურებში რეგლამენტით გათვალისწინებული სხვადასხვა ფორმით, ერთ-ერთი არის ინტერპელაცია და შემოსულია ორი შეკითხვა ინტერპელაციის წესით. გარდა ამისა, ივნისში ის წარდგება ყოველწლიური ანგარიშით პარლამენტის წინაშე. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პრემიერის სტუმრობა და ის პროცედურა, რომელიც არის დაკავშირებული პრემიერის ანგარიშის წარდგენასთან და ინტერპელაციასთან ,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები