ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი საზღვრებს ხსნიან. ბალტიის ქვეყნების მოქალაქეებს შეეძლებათ აღნიშნულ სახელმწიფოებში შეზღუდვების გარეშე იმოგზაურონ, ხოლო ევროკავშირის სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს სამივე სახელმწიფოში ჩასვლისას ორკვირიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.
"ჩვენთან გაცილებით მსუბუქი სიტუაციაა. ლიეტუვაში პანდემიის კუთხით უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე ფინეთში, ასევე ჩრდილოეთ ევროპის სხვა ქვეყნებში. სწორედ ამან განაპირობა გადაწყვეტილების მიღება საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით. ეს ძირითადად იმან განაპირობა, რომ ჩვენი ხალხი ძალიან ფრთხილია. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ყველაფერი დასრულდა და ახლა რაც გვინდა ის გავაკეთოთ,"- აცხადებს პოლიტიკური ექსპერტი ლიეტუვაში მარიუს ლაურინავიჩუსი.
სამივე ქვეყანაში ერთად კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 150-ს არ აღემატება, ხოლო მთლიანობაში, ბალტიისპირეთში დაფიქსირებული შემთხვევების რაოდენობა ამ დროისთვის 4 000-ს გასცდა.