29 ნოემბერი 2024,   23:50
ვრცლად
ნათია თურნავა მცხეთაში სადეზინფექციო საშუალებების მწარმოებელ ორი საწარმოს ეწვია

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა მცხეთაში სადეზინფექციო საშუალებების მწარმოებელ ორი საწარმოს ეწვია. კომპანია "ეკო ბოჰემია", რომელიც ჰიგიენური საშუალებების მსხვილი მწარმოებელი იყო, ამჟამად ანტისეპტიკურ და სადეზინფექციო ხსნარებს აწარმოებს. რაც შეეხება კომპანია "ელექსირს", ის ბიოსადეზინფექციო საშუალებებს ამზადებს.

საწარმოში დღიური წარმოება 25 ტონას აღწევს. ექსპორტზე მოთხოვნის გამო კი, თანამშრომელთა რაოდენობა 60-მდე გაიზარდა.

"დღეს ორი ახალი საწარმო დავათვალიერე. პრაქტიკულად ერთი მათგანი გადაეწყო, მეორე კი ნულიდან აეწყო. ისინი სხვადასხვა სახეობის სადეზინფექციო ხსნარს აწარმოებენ, რომელიც როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე ინდუსტრიული მოხმარებისაა. ამით არამხოლოდ ჩვენი ბაზარი იქნება უზრუნველყოფილი, არამედ ექსპორტის პოტენციალიც გაჩნდა,"- განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ

დღის ამბები