29 ნოემბერი 2024,   23:47
ვრცლად
აკადემიური წელი არ გამოცხადდება - პრემიერის განცხადებით, მე-12 კლასელები სასწავლო წელს 20 მაისს დაასრულებენ

მთავრობის ადმინისტრაციაში განათლების ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაცია იმართება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საჭირო არ გამხდარიყო მიმდინარე სასწავლო წლის აკადემიურ წლად გამოცხადება:

"საქართველოში აკადემიური წელი,  2019-2020 სასწავლო წელი, არ გამოცხადდება. საქართველოში სასწავლო წელი დისტანციურად ონლაინ, ტელესკოლის საშუალებით ჩატარდა ჩვეულებრივად ნორმალურ რეჟიმში და მე-12 კლასელები სასწავლო წელს დაასრულებენ 20 მაისს, პირველკლასელები 27 მაისს, დანარჩენი მოსწავლეები 15 ივნისს. ეროვნული გამოცდები ჩატარდება ჩვეულ რეჟიმში და მათი თარიღი გამოცხადდება, როგორც ყოველთვის, ივნისის თვეში. ეს არის ის მიღწევა, რომელიც განათლების სისტემამ როგორც შედეგი, უკვე აჩვენა, თუმცა ეს არის კრიზისზე განათლების სისტემის  პირველი რეაგირება და რეაქცია," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები