საკონსტიტუციო სასამართლო "გირჩის" სარჩელს განიხილავს. პოლიტიკური გაერთიანება მარნეულისა და ბოლნისის დაკეტვას არაკონსტიტუციურად თვლის.
მოსარჩელის მითითებით, აღნიშნული ნორმა ზღუდავს პირთა მიმოსვლის თავისუფლებას, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, პრეზიდენტის დეკრეტში დაცული არ არის ამ უფლებაში ჩარევის საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ფორმალური მოთხოვნები. მათი განმარტებით, მიმოსვლის თავისუფლებაში ჩარევა დასაშვებია მხოლოდ კანონის საფუძველზე.
"გირჩში" თვლიან, რომ სადავო ნორმა არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განმტკიცებულ მიმოსვლის თავისუფლებას.
მოპასუხე მხარე მიიჩნევს რ ომ მოსარჩელე კარგად არ იცნობს საკონსტიტუციო არქიტექტურას, რომელიც საგანგებო სიტუაციების დროს მოქმედებს, საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი ქეთევან კრაწაშვილის თქმით, "გირჩის" სარჩელი დაუსაბუთებელია.