29 ნოემბერი 2024,   23:50
ვრცლად
COVID-19 ბოლნისში - სოფელი გეტა განსაკუთრებულად მკაცრ კარანტინშია

უკვე 2 საათია სოფელი გეტა განსაკუთრებულად მკაცრ კარანტინშია. მიზეზი COVID-19-ია, რომელიც გუშინ 8 ადგილობრივს, ე.წ გაფართოებული ტესტირების შედეგად დაუდგინდა.

დაფიქსირებული  15 ახალი შემთხვევა ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან არის. აქედან 8 გეტადან, 7 კი სოფელ მუშევანში აღმოჩნდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ინფიცირებულების პირველწყარო დადგენილია, ხოლო მათი კონტაქტები მოძიებული.ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის დავით შერაზადიშვილის თქმით, ყველა პირი რომელსაც გუშინ ახალი კორონავირუსი დაუდგინა თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და მათ ინფექციის არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებათ.

ბოლნისის მუნიციპალიატეტში ინფიცირების ახალი შემთხვევები ეპიდემიოლოგებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. მედიკოსები მომდევნო კვირაში მოსახლეობის შემთხვევითობის პრინციპით ვირუსზე შემოწმებას გეგმავენ.

ახალი დაიფიცირებულებების გათვალისწინებით ქვეყანაში ამჟამად უკვე 667-ი ფაქტი ფიქსირდება.

დღის ამბები