საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 667-მდე გაიზარდა.
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად ამ დროისთვის საქართველოში COVID-19 383-მა ადამიანმა დაამარცხა. მათ შორის 12 გარდაცვლილია.
კარანტინის რეჟიმში 4233 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 373 პირია.
რაც შეეხება უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობას კვლავ სამია.