29 ნოემბერი 2024,   23:42
ვრცლად
2022 წელს შედარებითი ლიტერატურის მსოფლიო კონგრესს თბილისი უმასპინძლებს

2022 წელს თბილისი რამდენიმე დღის განმავლობაში მსოფლიო ლიტერატურის დედაქალაქი იქნება. შედარებითი ლიტერატურის მსოფლიო კონგრესს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი უმასპინძლებენ. კონგრესს 2000-ზე მეტი მსოფლიოში ცნობილი ლიტერატორი და კრიტიკოსი დაესწრება.

ფორუმი, რომელიც მე-20 საუკუნის 60-იანი წლებიდან იღებს სათავეს, დღემდე არცერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში არ ჩატარებულა. პირველი კონგრესი 1955 წელს იტალიაში გაიმართა, გასულ წელს კი მას ჩინეთმა უმასპინძლა.

"ეს არის უნიკალური შანს ნებისმიერი ქვეყნისთვის. გასაგებია, რომ პირველად ტარდება პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, მცირე ქვეყანაში, ძალიან იშვიათად ატარებენ, მაგრამ მსოფლიო კონგრესი, რომელსაც ესწრება, მინიმუმ, 2000 მონაწილე, ეს არის უნიკალური შანსი, რომ პოზიციონირება გააკეთოს ქვეყანამ და ქვეყნის ლიტერატურამ,"-განაცხადა თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

დღის ამბები