29 ნოემბერი 2024,   23:46
ვრცლად
არაოფიციალური სასროლეთი ლისის ტბის მიმდებარედ - საქართველოს მსროლელთა გაერთიანება პრობლემაზე საუბრობს

საქართველოს მსროლელთა გაერთიანება სასროლეთის არ არსებობის პრობლემაზე საუბრობს. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ პრობლემის გამო მეორე წელია შეჯიბრება არ ჩაუტარებიათ.

ლისის ტბასა და სოფელ დიღომს შორის, უკვე არაოფიციალური სასროლეთის ტერიტორიაზე მოყვარულები ხშირად ვარჯიშობენ, თუმცა შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის არ არსებობის გამო, სასროლეთი არ არის ლიცენზირებული.

"საქართველოში სასროლეთი საერთოდ არ გაგვაჩნია იმიტომ, რომ საქართველოს დღევანდელი კანონმდებლობა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ იყოს ღია ტიპის სასროლეთი მოწყობილი. ბუნებრივად აქ უნიკალური შესაძლებლობაა, რომ იყოს სასროლეთი იმიტომ, რომ თქვენ ხედავთ, რომ არის შემოსაზღვრული სამივე მხრიდან და თითქმის გამორიცხავს ტყვიის გაფრენას სხვა მიმართულებით.

საკმაოდ გაიზარდა იარაღის მფლობელების რაოდენობა და საკმაოდ ხშირად ამოდიან ძირითადად მოყვარულები და ახორციელებენ სროლას," - აცხადებს საქართველოს მსროლელთა გაერთიანების წარმომადგენელი ოთარ კიშინსკი

დღის ამბები