29 ნოემბერი 2024,   23:31
ვრცლად
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში სოციალურად დაუცველ ოჯახებს სასურსათო პაკეტები გადაეცათ

შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში - მეღვრეკისსა და ერგნეთში იმყოფებოდა და ადგილობრივ სოციალურად დაუცველ ოჯახებს სასურსათო პაკეტები გადასცა.

როგორც რწმუნებულმა აღნიშნა, კერძო სექტორთან თანამშრომლობით, რეგიონში ბენეფიციარების სურსათით მომარაგება მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს. 

"კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებების გარდა, გრძელდება მარტოხელა მოხუცების, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების  დახმარება. ეს კი ხშირ შემთხვევაში კერძო კომპანიების თანამონაწილეობით ხორციელდება. ამ კუთხით, დიდი მნიშვნელობა აქვს კერძო და საჯარო სექტორთან თანამშრომლობას," - განაცხადა რწმუნებულმა.

შიდა ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, სხვადასხვა კომპანიები თუ ორგანიზაციები რეგიონში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და მარტოხელა მოხუცებს სურსათითა და პირველადი მოხმარების ნივთებით უზრუნველყოფენ.

დღის ამბები