29 ნოემბერი 2024,   23:43
ვრცლად
ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ამოცანა საქართველოში დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის განვითარებაა - ხატია დეკანოიძე

ანდრიუს კუბილიუსის გზავნილი ოპოზიციისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ევროპელი პარტნიორები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს მუდმივად აკვირდებიან და არც ერთი მოწოდება შემთხვევითი არ არის. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ თუ ქვეყანა მართლაც ვერ მიიღებს ევროკავშირისგან დახმარებას, პასუხისმგებელი ხელისუფლება იქნება.

"საქართველოში არ არის ორდინალური ვითარება, რადგან ჩვენ გვაქვს ოლიგარქიული ვერტიკალი, სადაც გვაქვს პოლიტიკური მართლმსაჯულება, სასამართლოს პოლიტიკური ნიშნით გამოყენება, ბრალდება და სახელმწიფო, რომელიც მხოლოდ პოლიტიკურ კონფიგურაციას ასახავს - ეს ყველაფერი მათ ძალიან კარგად ესმით. შესაბამისად, კუბილიუსისი ეს წერილი ასახავს იმას, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ერთ-ერთი ამოცანა არის საქართველოში დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის განვითარება,"- აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე. 

დღის ამბები