ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მსგავსად, ფსიქიკური პრობლემების საკითხზე ზრუნვისკენ მთავრობებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანიც მოუწოდებს.
გაეროს გენერალურის მდივანი ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ მთავრობებს განსაკუთრებული ყურადღება მართებთ, იმ ადამიანებთან დაკავშირებით, ვისაც COVID-19-ის გლობალური ეიფორიის გამო ფსიქიკასთან დაკავშირებული გართულებები აღენიშნება.
"ჩვენ გვმართებს გავაძლიეროთ ფსიქიკური პროფილაქტიკისთვის აუცილებელი მომსახურების მიმართულებები, გაერო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, მთავრობებს, უზრუნველყონ ყველა ადამიანის დახმარება ვისაც აღნიშნული მიმართულებით, ვირუსმა პრობლემები შეუქმნა," - აცხადებს გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში.