29 ნოემბერი 2024,   23:24
ვრცლად
ევროკავშირმა უნდა მიიღოს საქართველო თავის წევრად - ევროკავშირის ელჩი პოლ ვან დორენი ​

ევროკავშირმა უნდა მიიღოს საქართველო თავის წევრად - ამ სათაურით სტატიას დოქტორი პოლ ვან დორენი აქვეყნებს. პოლ ვან დორენი ​ევროკავშირის ყოფილი ელჩია ხორვატიაში, ხოლო მოქმედი ელჩი - რუსეთის ფედერაციაში.

სტატიაში საქართველო ცალსახა პროევროპულ ქვეყნადაა მოხსენიებული და აღნიშნულია, რომ სამხრეთ კავკასია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეგიონია ევროკავშირის გაფართოებისთვის.

"ევროკავშირის ინსტიტუციებმა უნდა გააგრძელონ იმის უზრუნველყოფა, რომ პროევროპული ქვეყნები, როგორიც არის საქართველო, ხედავდნენ ევროკავშირს, როგორც თავიანთ საბოლოო მიზანს. ეს არაჩვეულებრივი დროა დიპლომატიურ და საგარეო საქმეთა სამყაროში დასამკვიდრებლად. როგორც ყველაფერი დანარჩენი, ჩვენი სამყაროც მოიცვა კორონავირუსის პანდემიამ. სამხრეთ კავკასია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეგიონია ევროკავშირის გაფართოებისთვის. საქართველოს მთავრობა ცალსახად პროევროპულია, რომლის ლიდერებსაც არ დაუმალავთ, ორივე ექსკლუზიურ დასავლურ კლუბში გაწევრიანების სურვილი - წერს ელჩი.

დღის ამბები