29 ნოემბერი 2024,   23:43
ვრცლად
პოლიტპატიმრების პატიმრობაში დატოვება ნიშნავს, რომ შეთანხმება დაირღვა და სამართლიანი არჩევნები არ იქნება - კიდევ ერთი გზავნილი ევროპარლამენტიდან

კიდევ ერთი გზავნილი ევროპარლამენტიდან და კიდევ ერთხელ ნახსენები პოლიტიკური პატიმრები - ამჯერად საქართველოს ხელისუფლებას ევროპარლამენტის წევრი პოლონეთიდან, ანდჟეი ჰალიცკი მიმართავს.

ევროპარლამენტარი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, პოლიტიკური პატიმრები გაათავისუფლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაითვლება, რომ არ შესრულდა 8 მარტის ხელშეკრულება.

"ჩვენ, ევროპარლამენტში საქართველოს მეგობრები, მივესალმებით 8 მარტის ხელშეკრულებას, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გაფორმდა. პოლიტიკური პატიმრების პატიმრობაში დატოვება ნიშნავს, რომ შეთანხმება დაირღვა და სამართლიანი არჩევნები არ იქნება. გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები!" - წერს ჰალიცკი "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე.

დღის ამბები