29 ნოემბერი 2024,   23:46
ვრცლად
საქართველოში COVID-19-ით კიდევ ერთ ადამიანი გარდაიცვალა - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთი გარდაცვლილის შესახებ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი, 81 წლის ქალი გარდაიცვალა.

"ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა. თუმცა სამწუხაროდ ჩვენ გვყავს კიდევ ერთი გარდაცვლილი ქალბატონი 1939 წელს დაბადებული, 81 წლის," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამ ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში "კოვიდ-19"-ით 12 გარდაცვლილია.

დღის ამბები