29 ნოემბერი 2024,   23:51
ვრცლად
რეპორტიორები საზღვრებს გარეშე "ქართულ ოცნებას" აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე პოლიტიკური ზეწოლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე", "ქართულ ოცნებას" აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე პოლიტიკური ზეწოლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

საერთაშორისო ორგანიზაცია აჭარის მაუწყებლიდან მალხაზ რეხვიაშვილის გათავისუფლებას twitter-ზე გავრცელებულ განცხადებაში გმობს და წამყვანის სამსახურიდან დათხოვნას უსაფუძვლოს უწოდებს.

აჭარის ტელევიზიის ერთ-ერთი გადაცემის წამყვანი, არხის დირექტორმა 11 მაისს facebook -ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო გაათავისუფლა.

მალხაზ რეხვიაშვილი სოციალურ ქსელში დაწერილ პოსტში არხის მენეჯმენტს, ასევე facebook პოსტის გამო ეთერიდან კოლეგის მოხსნისთვის აკრიტიკებდა.

დღის ამბები