29 ნოემბერი 2024,   23:32
ვრცლად
ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებულები საპროცესო შეთანხმებას სავარაუდოდ დღეს ოფიციალურად მოაწერენ ხელს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებულები საპროცესო შეთანხმებას სავარაუდოდ დღეს ოფიციალურად მოაწერენ ხელს. სკანდალურ საქმეზე სულ 22 პირია ბრალდებული, მათ შორის არიან ბავშვების მშობლები და მასწავლებლები, აქედან ყველას 17-20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებოდა.

შეთანხმებიდან გამომდინარე კი ათი ბრალდებული ციხეს ვადაზე ადრე დატოვებს. მათ შორის იქნება ამერიკის მოქალაქეც, რომელიც სქემის ორგანიზატორად ითვლება. მას საგამოძიებო უწყება 10 წლიან პატიმრობას და 20 ათას ლარიან ჯარიმას სთავაზობს.

"საპროცესო შეთანხმების დადებას ვეწინააღმდეგებოდით, თუმცა ბრალდების მხარემ აირჩია ოქროს მოწმეები, რომლებმაც ბრალდებულები ამხილეს დანაშაულის ჩადენაში. სავარაუდოდ მამხილებელ ჩვენებას მისცემენ სასამართლოს და აქედან გამომდინარე ჩვენ ვეთანხმებით, რომ გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება," - განცხადა ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა ტანია რაზმაძემ.

საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებები დღის ბოლოს დაადასტურა გენერალურმა პროკურატურამ. უწყებაში ამტკიცებენ, რომ ამის მიზეზი სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულებაა.

დღის ამბები