29 ნოემბერი 2024,   23:50
ვრცლად
განახლდება თუ არა სწავლა სექტემბერში - ეპიდემიოლოგები მშვიდ ზაფხულსა და შემოდგომის დასაწყისს ელოდებიან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, სექტემბერში სასწავლო პროცესი დაიწყება. 

"არ ველოდებით იმას, რომ სასწავლო პროცესი სექტემბერში ვერ განახლდება. ზაფხული და შემოდგომის დასაწყისი, დიდი ალბათობით, შედარებით, მშვიდი იქნება. სამწუხაროდ, პროგნოზი ისეთია, რომ კორონავირუსის გაქრობის იმედი არ უნდა გვქონდეს და თუკი ჩვენ არ გვექნება ეფექტური ანტივირუსული საშუალება მომავალი ზამთრისთვის, დიდი ალბათობით, ვირუსი ზამთარში ისევ მოტრიალდება. ამიტომ, მზად უნდა ვიყოთ ცუდი სცენარისათვის,"- განაცხადა პაატა იმნაძემ. 

სასწავლო პროცესის დროს არსებულ ჰიგიენური ნორმების დაცვაზე ისაუბრა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა. მისი თქმით, ერთადერთ საშუალებად პრევენციული ღონისძიებები რჩება. 

"ერთადერთ საშუალებად რჩება პრევენციული ღონისძიებები. მათ შორის, ბავშვთა თავშეყრის ადგილებში. როდესაც შემოდგომაზე სასწავლო პროცესი განახლდება, უნდა იყოს გარკვეული მზაობა, რათა სწორად მოხდეს ბავშვების მიღება ყოველდღიურ რეჟიმში. უნდა იყოს მათთვის ჰიგიენის დაცვის კარგი საშუალებები,"- აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა. 

 

დღის ამბები